суббота, 27 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე
   დღევანდელ ტრენინგზე ავტვირთეთ უკვე გამზადებული და სისრულეში მოყვანილი ჩვენი საქაღალდეები,გავიარეთ და გავეცანით მოქმედების ყველა გზას.
       ამ ტრენინგების საშუალებით უკვე ვიცი,როგორ დავგეგმო პროექტი,შევქმნა ჩემი საქაღალდე,სადაც მოვათავსებ ყველა საჭირო მასალას,რაც დამჭირდება პროექტზე მუშობისათვის.
       დაუღალავი მუშაობის შედეგად ვისწავლე ბლოგის შექმნა,როგორ შევქმნა ბუკლეტი,როგორ ამოვჭრა ზედმეტი მასალა ან სურათი და როგორ დავაკოპირო სასურველი,როგორ ჩავამატო კომენტარი.
    გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და როგორ გამოვიყენო და მოვარგო ჩემს პროექტს სასურველი სტანდარტები.შევისწავლე შეფასების ფორმები და მეთოდები,უკუკავშირები,სასწავლო გეგმის ჩეკლისტი.დიფერენცირებული სწვლების მეთოდები,რაც აუცილებლად გამომადგება საჭიროების შემთხვევაში.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას და მრავალ სხვა საინტერესო მასალას,რომელიც დიდად შემიწყობს ხელს მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეებთნ ერთად პროექტზე მუშაობაში.ამ ტრენინგებმა მასწავლეს როგორ გავუნაწილო დავალებები მოსწავლეებს და როგორ წარვმართო პროექტის მსვლელობა სრულყოფილად.გავეცანი უამრავ სიახლეებს,როგორიცაა ბროშურის შექმნა,დამზადება,კედლის გაზეთის შექმნა ჩეკლისტის დახმარებით.
        ამ ყველა საინტერესო და საჭირო მასალის შესწავლისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დიანა მიქაძეს,იმ გულისხმიერებისათის რაც მან თითეული ჩვენთაგანის მიმართ გამოიჩინა.მუდამ  ცდილობდა ყველასათვის გასაგები ყოფილიყო და საფუძვლიანად გაგვევლო და შეგვესწავლა პროექტზე მუშაობის ყველა მასალა.
ტრენინგის მე-8 დღე
    დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ და გავეცანით ფალსილიტაციას,შეფასების რუბრიკას და უკუკავშირეიბი.
      ამ დღეს კიდევ გადავხედეთ ბლოგზე მასალის ატვირთვის ნიუანსებს.განვამტკიცეთ და გადავხედეთ წინა ტრენინგების შესწავლილი მასალა.
    ამ ტრენინგების სწავლებია შემდეგ ადვილად შევძლებ ავტვირთო როგორც ჩემი,ასევე მოსწავლის ნამუშევარი.
    ჩვენი პორტფოლიოები მივიყვანეთ თანდათან დასასრულამდე.

ტრენინგის მე-7 დღე


 დღევანდელ ტრენინგზე წარმოვადგინეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციები.ვისაუბრეთ და გავეცანით მე-5 და მე-6 მოდულებს,შეფასების რუბრიკები,გამვითრების მრავალმხრივი იონტელექტები.აღქმის სტილი,ტვინის ჰემისფეროების დანიშნულება.სსმ მოსწავლეთ პროექტში ჩართვის ინსტრუქციები.


ტრენინგის მე-6 დღე
 

   დღეს მოვიყვანეთ ფორმაში საქაღლდეები,გადავათვალიერეთ მე-4 მოდული და გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომებს და ვისწავლეთ მისი შექმნა,თუ რა რესურსებია საჭირო მათ შესაქმნელად.


ტრენინგის მე-5 დღე



ტრენინგის ეს დღეც მეტად შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.
  ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტზე მუშაობის დროს. ასევე მისწავლეთ მაკრატლის გამოყენება.
   გავიხსენეთ პრეზენტაციები,რაც დიდ დახმარებას გამიწევს მუშაობაში.